აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანელებს ძალიან სურთ შეთანხმების მიღწევა. 

"მათ ძალიან სურთ შეთანხმების მიღწევა, ჩვენც გვინდა შეთანხმება. ყველაფერი თუ კარგად წავიდა, საბოლოოდ ამას მოვაგვარებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, უბრალოდ, მთელი ძალებით გავაგრძელებთ დაბომბვას“, – განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანი, შესაძლოა, მშვიდობის სანაცვლოდ, დათანხმდეს ბირთვული იარაღის პროგრამის შეწყვეტას.

„ხვალ, მათი დროით დილით მათი ყველაზე დიდი ელექტროსადგურის აფეთქებას ვაპირებდით, რომლის აშენებაც 10 მილიარდ დოლარზე მეტი დაჯდა. ეს ძალიან კარგი ობიექტი იყო, ფულის ნაკლებობა არ ყოფილა. ერთი დარტყმით გაქრებოდა, ჩამოინგრეოდა. რატომ უნდა უნდოდეთ ეს? ამიტომ დაგვირეკეს, მე არ დამირეკავს, მათ დამირეკეს. მათ სურთ შეთანხმება. ჩვენც მზად ვართ შეთანხმებისთვის. ეს უნდა იყოს კარგი შეთანხმება, აღარ იყოს ომები და აღარ იყოს ბირთვული იარაღი. მათ აღარ ექნებათ ბირთვული იარაღი. ისინი ამას ეთანხმებიან. ამ საკითხზე თუ არ იქნება შეთანხმება, საერთოდ არ იქნება გარიგება“, – განაცხადა ტრამპმა.