ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, სავარაუდოდ, ორშაბათს, 22 ივნისს თანამდებობას დატოვებას, ის ასევე აპირებს, გადადგომის მკაფიო გრაფიკი წარმოადგინოს, - ამის შესახებ Reuters წერს.

გამოცემის ცნობით, სტარმერი ფიქრობს, რომ მისი თანამდებობაზე დარჩენა აღარ არის მიზანშეწონილი. მან ეს გადაწყვეტილება მთავრობის მინისტრებთან, მრჩევლებთან, დონორებთან და პროფკავშირების ლიდერებთან რამდენიმე საუბრის შემდეგ მიიღო.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, პრემიერ-მინისტრი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ამ საკითხს მეუღლესთან ერთად ჩეკერსის რეზიდენციაში განიხილავს.

მისივე ცნობით, სტარმერი თანამდებობის დატოვების ვადებს ისე განსაზღვრავს, რომ ხელისუფლების გადაცემა ორგანიზებულად მოხდეს. სავარაუდოდ, ის ოფიციალურად სექტემბერში, ლეიბორისტული პარტიის ყრილობამდე გადადგება.