მოლდოვაში ისტორიული დღეა – საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად ქვეყნის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით რეფერენდუმი იმართება.

საპრეზიდენტო არჩევნებში 11 კანდიდატი მონაწილეობს, მათ შორის მოქმედი პროევროპელი მაია სანდუ.

საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად ქვეყანაში რეფერენდუმიც მიმდინარეობს. მოლდოვის კანონმდებლობის ნორმების მიხედვით, ეს ნიშნავს, რომ რეფერენდუმის წარმატებით ჩატარების შემთხვევაში მოლდოვის არსებითი კანონი ავტომატურად შეიცვლება და მასში ევროკავშირში გაწევრიანება მიზნად ჩაიწერება.

საარჩევნო უბნები 21:00 საათზე დაიხურება.

ბოლო გამოკითხვები აჩვენებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას მოლდაველების დაახლოებით 60% უჭერს მხარს.

მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი 2022 წელს მიიღო. იმისთვის, რომ რეფერენდუმი ჩატარებულად ჩაითვალოს, 33%-იანი აქტივობა მაინც უნდა დაფიქსირდეს.