ირანული ურანის რუსეთის ფედერაციაში შენახვის წინადადება ძალაში რჩება, თუმცა საბრძოლო მოქმედებების დაწყების გამო, ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.

"ეს წინადადება მოლაპარაკებების მაგიდაზე რჩება. ის ინარჩუნებს თავის აქტუალობას, თუმცა რა თქმა უნდა, საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ სიტუაცია სერიოზულად გართულდა", - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, რუსეთი ინარჩუნებს მზადყოფნას გააკეთოს ყველაფერი, რაც საჭიროა, რათა აღმოიფხვრას ამ კრიზისის საწყისი მიზეზები.