დღეს რუსეთში, ვოლგოგრადის მახლობლად სამხედრო თვითმფრინავი სუ-34 ბომბდამშენი ჩამოვარდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, კატასტროფის მიზეზი სავარაუდოდ, ტექნიკური გაუმართაობა გახდა.

მისივე ცნობით, ბომბდამშენი გეგმურ სასწავლო ფრენას ასრულებდა.

"პილოტებმა შეძლეს კატაპულტირება, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - წერს რუსული მედია.