რუსეთში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო. კენჭისყრა 18-დან 20 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

პირველი საარჩევნო უბნები კამჩატკის მხარეში და ჩუკოტკაში გაიხსნა. ერთი საათის შემდეგ ხმის მიცემა დაიწყო მაგადანის ოლქში, სახალინსა და კურილის კუნძულებზე, შემდეგ პრიმორსკის და ხაბაროვსკის მხარეებში.

საპარლამენტო არჩევნებში სულ ათი პარტია მონაწილეობს, მათ შორის არიან „ერთიანი რუსეთი“, „რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია“, „პირდაპირი დემოკრატიის პარტია“ და „მწვანეები“.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში სულ 450 ადგილია. მათ ნახევარს პროპორციული წესით, დანარჩენებს კი ერთმანდატიანი ოლქებიდან აირჩევენ. პარლამენტში მოსახვედრად საჭიროა 5%-იანი ბარიერის გადალახვა.