ნიუ-მექსიკოს მოსამართლემ მერი მარლოუ სომერმა ალეკ ბოლდუინის საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა და მსახიობი უდანაშაულოდ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Guardian ავრცელებს.

სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდების მხარემ დამალა მტკიცებულებები, რომლებიც შესაძლოა, უკავშირდებოდეს კინემატოგრაფისტ ჰალინა ჰაჩინსის სასიკვდილო სროლას ვესტერნის ფილმის გადასაღებ მოედანზე.

"სახელმწიფოს მიერ ინფორმაციის განზრახ დამალვა იყო მიზანმიმართული... სასამართლოს არავითარი გზა არ აქვს, რომ გამოასწოროს ეს შეცდომა",  - განაცხადა მოსამართლემ.

სასამართლო დოკუმენტების თანახმად, ალეკ ბოლდუინს ბრალი უსაფრთხოების ნორმების "უგუნური" უგულებელყოფისთვის ედებოდა, რამაც გამოიწვია ოპერატორ ჰალინა ჰატჩინსის სიკვდილი ფილმის Rust 
გადასაღებ მოედანზე, ნიუ-მექსიკოში 2021 წელს.

ჰოლივუდის მსახიობის და რეჟისორის ალეკ ბოლდუინის მიერ გადასაღებ მოედანზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი კი დაიჭრა.