აფრიკის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარე ესპანეთის ავტონომიური ქალაქი სეუტა 48 000-ზე მეტმა მიგრანტმა დატოვა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მაროკოში 48 300-ზე მეტი გამგზავრებაა რეგისტრირებული. El Pais-ის ინფორმაციით, ეს ნიშნავს, რომ ესპანეთში შესული მხოლოდ 1700 ადამიანია დარჩენილი.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზღვიდან დაახლოებით 60 ცხედარი ამოიყვანეს. სულ მცირე 57 ადამიანი დაიღუპა ესპანეთში ჩასვლის მცდელობისას.

საზღვრის მახლობლად მდებარე წყლებში სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს, რომელშიც სამოქალაქო გვარდიის სპეციალური წყალქვეშა ჯგუფის მყვინთავების ორი ჯგუფი (რვა ოფიცერი) მონაწილეობს. დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა, მომდევნო საათებში გაიზარდოს.

სეუტაში მიგრანტების კრიზისის ფონზე, საფრანგეთი ესპანეთთან სასაზღვრო კონტროლს აძლიერებს. პარიზმა ამ მიზნით უკვე განალაგა დამატებითი ძალები, ავიაცია და დრონები.

იტალიამ ესპანეთთან შენგენის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი უკვე შეაჩერა.