დღეს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 80 წლის იუბილეს აღნიშნავს. ის ამერიკის ისტორიაში უკვე ყველაზე ასაკოვანი ლიდერია.

ტრამპი 78 წლის იყო, როდესაც 2024 წელს მეორე ვადით აირჩიეს შეერთებული შტატების პრეზიდენტად. ამით მან მოხსნა თავისი წინამორბედის ჯო ბაიდენის რეკორდი, რომელიც 77 წლის ასაკში აირჩიეს პრეზიდენტად.

შედარებისთვის - აშშ-ის ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტმა თეოდორ რუზველტმა (1901-1909), თანამდებობა 42 წლის ასაკში დაიკავა.

აშშ-ის კონსტიტუცია საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მხოლოდ მინიმალურ ასაკობრივ ზღვარს აწესებს: 35 წელი. ზედა ასაკობრივი ზღვარი არ არსებობს. ამგვარად, თუ ტრამპი საპრეზიდენტო ვადას 2029 წლის იანვრამდე დაასრულებს, მაშინ ის 83 წლის იქნება. ეს კიდევ ერთხელ მოხსნის ჯო ბაიდენის რეკორდს, რომელიც თანამდებობის დატოვებისას 82 წლის იყო.

აღსანიშნავია, რომ ამერიკული პოლიტიკის უმაღლეს ლიგაში ტრამპზე უფროსი ასაკის ფიგურებიც არიან. მაგალითად, აიოვას სენატორი ჩაკ გრასლი უკვე 92 წლისაა. ის სენატში უწყვეტად 1981 წლიდან მსახურობს და მისი ამჟამინდელი ვადა 2029 წლის დასაწყისამდე გრძელდება.