ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 430-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ვენესუელას ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა ხორხე როდრიგესმა განაცხადა.

როდრიგესის თქმით, დაშავებულია 3 238 ადამიანი, 3 142 მოქალაქე კი უსახლკაროდ დარჩა.

ამასთან, უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების რაოდენობამ 55 000-ს გადააჭარბა, რაც სამაშველო სამუშაოებს კიდევ უფრო ართულებს.

ვენესუელაში 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის ორი ძლიერი მიწისძვრა 26 ივნისს მოხდა.