სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდარ ვუჩიჩის განცხადებით, უახლოეს კვირებში თანამდებობას დატოვებს და ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები ჩატარდება.

"მე მხოლოდ რამდენიმე კვირა ვიქნები პრეზიდენტი და შემდეგ თანამდებობიდან გადავდგები“, – განაცხადა ვუჩიჩმა ბელგრადში, ხელისუფლების მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მან ასევე ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები დააანონსა.

ალექსანდრ ვუჩიჩის საპრეზიდენტო ვადა 2027 წლის შუა პერიოდში იწურებოდა.

2024 წლის დეკემბრიდან სერბეთში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც სერბეთის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ნოვი-სადში, რკინიგზის სადგურში თაღის ჩამონგრევის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა. მოქალაქეები ტრაგედიის გამომწვევ მიზეზად ქვეყანაში არსებულ კორუფციასა და ნეპოტიზმს ასახელებდნენ და ქვეყნის ხელისუფლების გადადგომას მოითხოვდნენ.