ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას 700 მილიონ დოლარზე მეტ ფინანსურ დახმარებას გაუწევს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კიევში ვიზიტისას განაცხადა.

ბლინკენის თქმით, დახმარების ნაწილი მიმართული იქნება ენერგეტიკული ქსელის გაძლიერებაზე, რომელსაც რუსეთმა არაერთხელ დაარტყა მოსალოდნელი რთული ზამთრის წინ. 

მისივე თქმით, უკრაინის ენერგეტიკისა და ელექტროქსელების აღდგენას 325 მილიონი აშშ დოლარი მოხმარდება.

ამავდროულად, დაახლოებით 290 მილიონი აშშ დოლარი მოხმარდება პროგრამებს უკრაინასა და მის ფარგლებს გარეთ მყოფი უკრაინელი ლტოლვილების საკვების, წყლის, საცხოვრებელი ფართის, ჯანდაცვისა და განათლების უზრუნველყოფას.

ბლინკენის თქმით, 102 მილიონი დოლარი გამოიყოფა განაღმვითი ოპერაციებისთვის.