ჩინეთი შეიძლება არ აძლევს რუსეთს იმის საშუალებას, რომ ამ ომში დამარცხდეს და მის ეკონომიკას გარკვეული თვალსაზრისით ხელს უწყობს, მაგრამ ჩინეთს არც ის სურს, რომ რუსეთმა ამ ომში გაიმარჯვოს, - ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა გიორგი ლოლაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, ჩინეთს სჭირდება იზოლირებული და დასუსტებული რუსეთი, რომელიც კიდევ უფრო მეტად იქცევა ჩინეთის უმცროს მეგობრად.

"ჩინეთი და ინდოეთი არის ორი ქვეყანა, განსაკუთრებით ჩინეთი, რომლის დამსახურებითაც რუსეთის ეკონომიკა გადარჩა ამ წლების განმავლობაში და ის, რომ დასავლეთის მხრიდან სრულად იზოლირებულია რუსეთი და ყველანაირად ცდილობენ, სანქციების ქვეშ  არ მოხვდეს, პირიქით მოხდა - ჩინურმა კომპანიამ, პროცესებმა და ჩინეთის ეკონომიკამ შთანთქა რუსეთის ეკონომიკა, ამას თან ის დაერთო, რომ როდესაც რუსულ ნავთობზე და ენერგომატარებლებზე დაწესდა სანქციები და ფასის შეზღუდვები, პრაქტიკულად, ორი მყიდველი დარჩა რუსეთს - ჩინეთის და ინდოეთის სახით.

მთავარი კი ის არის ის, რომ ჩინეთისთვის წითელი ხაზია ბირთვული იარაღის გავრცელება და  მეორე - მისი გამოყენება. ერთი რამ უნდა გვესმოდეს - ჩინეთი შეიძლება არ აძლევს რუსეთს იმის საშუალებას, რომ ამ ომში დამარცხდეს და მის ეკონომიკას გარკვეული თვალსაზრისით ხელს უწყობს, მაგრამ ჩინეთს არც ის სურს, რომ რუსეთმა ამ ომში გაიმარჯვოს. ჩინეთს სჭირდება იზოლირებული და დასუსტებული რუსეთი, რომელიც კიდევ უფრო მეტად იქცევა ჩინეთის უმცროს მეგობრად", - განაცხადა გიორგი ლოლაძემ.