სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკრაინაზე თავდასხმა, შემდეგ შესაძლებელი იქნება ომის დასრულების გამოსავლის ძიება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"დღეს მინისტრებს ვესაუბრე - ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები ჩვენი სტუმრები იყვნენ. უპირველეს ყოვლისა, ევროპაში ჩვენს ურთიერთქმედებას და მხარდაჭერაზე. მინდა მადლობა გადავუხადო მათ უკრაინას მხარდაჭერისთვის", - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის თქმით, მან ლუქსემბურგის მინისტრებთან ასევე ისაუბრა დიპლომატიაზე, სრული ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე, „უპირობოდ და საკმარისი ვადით - მინიმუმ 30 დღით“.

„ჩვენ უნდა შევაჩეროთ დარტყმები, შევაჩეროთ მკვლელობები და შემდეგ გამოსავალი მოლაპარაკებებში ვეძიოთ. ჩვენ მზად ვართ საუბრის ნებისმიერი ფორმატისთვის. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს დარტყმები და ომი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.