აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთისა და უკრაინის ლიდერები ომთან დაკავშირებით ახლა თავად უნდა გაერკვნენ. 

ტრამპს ჰკითხეს, სურს თუ არა მას, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს თავდაპირველად აშშ-ის მონაწილეობის გარეშე შეხვდნენ.

"მე ამის წინააღმდეგი არ ვარ. დაე, გააკეთონ ეს. მე მივიყვანე ისინი ამ პოზიციამდე და ვფიქრობ, რომ ეს მოგვარდება. ვფიქრობ, ჩვენ ვუახლოვდებით მომენტს, როდესაც რუსეთსა და უკრაინას შორის საკითხი უნდა მოგვარდეს“, - განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, სჯერა, რომ  უკრაინაში ომი დასრულდება და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ეს არასდროს უნდა მომხდარიყო.