უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ ოფიციალურად დაადასტურა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ანდრეი ერმაკთან ჩხრეკის ჩატარება.

ბიუროს ცნობით, ყველა ქმედება სასამართლოს მიერ სანქცირებულია და სისხლის სამართლის გამოძიების ნაწილია.

დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ჩხრეკას ადასტურებს ანდრეი ერმაკიც.

"დღეს უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (NABU) და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურის (SAPO) დეტექტივები მართლაც ატარებენ პროცედურულ მოქმედებებს ჩემს სახლში. გამომძიებლებს არანაირი დაბრკოლება არ შეჰქმნიათ. მათ ბინაში სრული წვდომა მიეცათ და ჩემი ადვოკატები ადგილზე იმყოფებიან და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობენ. მე სრულ თანამშრომლობას უზრუნველყოფ“, - წერს ერმაკი.

ანდრეი ერმაკი უკრაინის პოლიტიკაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა. ის ხუთ წელზე მეტია, პრეზიდენტის ოფისს ხელმძღვანელობს.