ეს არის რუსეთის სისუსტის ნიშანი და არა მისი სიძლიერისა, ეს არის გამწარების ნიშანი და გარკვეულად ბოროტი შურისძიება სევასტოპოლის მემორიალის დაზიანებაზე, მაგრამ ეს ხომ გამწარების, რუსები ხომ აქედან იწყებენ სიწმინდეების ათვლას, - ამის შესახებ გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ თავდასხმას უკრაინის პასუხი აუცილებლად მოჰყვება.

"ეს არის რუსეთის სისუსტის ნიშანი და არა მისი სიძლიერისა, ეს არის გამწარების ნიშანი და გარკვეულად ბოროტი შურისძიება სევასტოპოლის მემორიალის დაზიანებაზე, მაგრამ ეს ხომ ლავრაა, რუსები ხომ აქედან იწყებენ სიწმინდეების ათვლას, ქრისტიანობას.

რაც შეეხება უშუალოდ ამ ვითარებას, მე მგონი, თვითონ რუსებიც დაიძაბნენ ამ გარემოდან იმიტომ, რომ ის საამაყო შეძახილებიდან, რომელიც კიევზე დარტყმისას გამოდიოდა, ახლა მიჩუმებულები არიან იმიტომ, რომ მიხვდნენ, რომ ეს არის უდიდესი სიწმინდე, ეს არის იუნესკოს სიაში შეყვანილი ნაგებობა. შენ როდესაც ევროპას ეუბნები, რომ მე ვარ ქრისტიანობის მთავარი დამცველი, მე ვარ ისტორიის დამცველი და ამ დროს ასეთ რაღაცებს ახორციელებ, ხომ ჩანს, რაც ხარ, ხომ ჩანს, როგორი გაბოროტებულიც ხარ.

ამავე დროს რუსეთში შიში ჩნდება, იგრძნობა, რომ მოსალოდნელი იქნება პასუხი, როგორც ეს ზელენსკიმ თქვა - იქნება ეს პასუხი. ახლა ეს ის უკრაინა აღარ არის, როგორის 2022-ში იყო, ახლა უკრაინას ყოველდღიურად შეუძლია 300-400 დრონი გაუშვას რუსეთის მიმართულებით და მოსკოვი არ არის აკვარიუმში ჩასმული.

ყირიმი უკვე ნახევარკუნძულიდან კუნძული ხდება, ისე ხდება მისი იზოლირება ამ თანამედროვე საშუალებებით და ახლა, როგორც დუელშია, ისეა - ერთხელ ისროლა რუსეთმა, ახლა მოწინააღმდეგის - უკრაინის ჯერი იქნება და ეს მოლოდინი არის ყველაზე მძიმე რუსეთის მოსახლეობისთვის. ბევრი ვიდეო არის, სადაც თავად რუსები ამბობენ, რომ დრონების შიშში ვართ და ბუნკერებში ვართო, ეს შიში იქნება", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

15 ივნისის ღამეს რუსეთმა კიევზე კომბინირებული შეტევა განახორციელა. მტრის დაბომბვის შედეგად დედაქალაქში შენობები და ისტორიული ძეგლები დაზიანდა, არის მსხვერპლი. კიევ-პეჩერის ლავრაზე რუსეთის დარტყმის შედეგად ღვთისმშობლის მიძინების ტაძარს ცეცხლი გაუჩნდა.