ესტონეთი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს, -  ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კრისტენ მიხალი სოციალურ ქსელში წერს.

"უკრაინის თავდაცვის გაძლიერებისა და რუსეთზე ზეწოლის გასაზრდელად, ესტონეთი აწვდის 10 000 საარტილერიო საბრძოლო მასალას და 750 000 სასურსათო პაკეტს უკრაინელ მებრძოლებს", - წერს მიხალი.

გარდა ამისა, მისი თქმით, პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში ამ დახმარებას დაემატება "ჩვენი თავდაცვის ინდუსტრიის პროდუქტები 100 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების“.

"უკრაინამ უნდა გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ ენდოთ ესტონეთის მხარდაჭერას", - განაცხადა მიხალმა.

ესტონეთი განუწყვეტლივ აწვდის სამხედრო დახმარებას უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში ოკუპანტების მიერ ქვეყანაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.