უკრაინასა და რუსეთში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა კიტ კელოგმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სამშვიდობო შეთანხმებას არავინ აიძულებს.

ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში ჟურნალისტებთან საუბრისას, კელოგმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი უკრაინასთან ერთად გადაწყდება.

"ის და უკრაინის ხალხი მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას", - აღნიშნა კელოგმა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, მისი ამოცანაა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა.