ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა კიევში ჩავიდა. 

დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო სოციალურ ქსელში წერს, რომ რობერტო მეცოლა უმაღლესი რადას წინაშე სიტყვით გამოვა.

"ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა კიევში. დაგეგმილია უმაღლეს რადაში გამოსვლა“, - წერს ის.

ვიზიტის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

აღსანიშნავია, რომ მედიასაშუალებების ცნობით, ევროკომისიამ განუსაზღვრელი ვადით გადადო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი, რომელიც მას დღეს, 17 სექტემბერს უნდა წარედგინა.