F-16 თვითმფრინავების და პილოტების რაოდენობა, რომლებიც ამჟამად უკრაინას ჰყავს, ჯერ არ არის საკმარისი, მაგრამ კიევი ელოდება დამატებით მიწოდებას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"არ მაქვს უფლება დეტალურად გითხრათ, რა ამოცანებს შეასრულებს ან უკვე შეასრულა F-16-ებმა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ის რაოდენობა, რაც ამჟამად უკრაინას აქვს და გაწვრთნილი პილოტების რაოდენობა, ჯერ კიდევ არ არის საკმარისი", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, დადებითი ის არის, რომ უკრაინა F-16-ების დამატებით რაოდენობას ელის.

"პოზიტიური ის არის, რომ ბევრი ჩვენი ბიჭი სწავლობს სხვადასხვა ფორმატში. მე ნამდვილად მჯერა, რომ პარტნიორები შეძლებენ ამის გაფართოებას - სასწავლო პლატფორმა ჩვენი პილოტებისთვის, ინჟინრებისთვის და ა.შ.“, - განაცხადა ზელენსკიმ.