რუსმა ოკუპანტებმა დღეს არაერთხელ შეუტიეს ხარკოვის რეგიონს. რეგიონში დაღუპულთა სიმრავლის გამო, 20 მაისს გლოვის დღეა გამოცხადებული, - ამის შესახებ ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ოკუპანტების დაბომბვას 11 ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს. დაღუპულთა შორის არის ორსული ქალი. დაშავდა 15-ზე მეტი ადამიანი.

"მარადი ხსოვნა ამ ომის ყველა უდანაშაულო მსხვერპლს“, - აღნიშნა სინეგუბოვმა.

რუსმა ოკუპანტებმა დღეს არაერთხელ დაბომბეს ხარკოვის რეგიონი. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსებმა სასაფლაოს და ფეხბურთის მოედნის მახლობლად პოპულარულ დასასვენებელ ადგილს დაარტყეს.