რუსეთმა კიევზე დრონებით და რაკეტებით იერიში მიიტანა.

როგორც კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და კიდევ 20 დაშავდა.

ხანძრები დაფიქსირდა კიევში, 6 რაიონში მაღალსართულიან შენობებში, ბენზინგასამართ სადგურებზე, არასაცხოვრებელ შენობებსა და ღია ადგილებში.

დაზიანებულია მეტროსადგურის ლიანდაგები.

კიევის გარდა, თავდასხმის ქვეშ ასევე მოექცნენ ჩერნიგოვი, ლუცკი და ლვოვის ოლქი. ლუცკში თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.