საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარლამენტს სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემდეგ უკრაინაში 6000 ფრანგი ჯარისკაცის განთავსების გეგმის შესახებ აცნობა, - ინფორმაციას Le Monde ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 8 იანვარს ელისეის სასახლეში დახურული შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მინისტრები, ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა, პარლამენტის პალატების ხელმძღვანელები, ფრაქციებისა და პარტიების ლიდერები ესწრებოდნენ.

მონაწილეების თქმით, მაკრონმა წარმოადგინა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებში საფრანგეთის წვლილის კონფიდენციალური დეტალები და ხაზი გაუსვა, რომ საუბარია ძალებზე, რომლებიც არ იმოქმედებენ ფრონტის ხაზზე.

გენერალური შტაბის უფროსმა ფაბიენ მანდონმა განმარტა, რომ ეს იქნება არა შემაკავებელი ან სტაბილიზაციის ძალები, არამედ "უკრაინის არმიის მხარდამჭერი ძალები“.

მაკრონის თქმით, უცხოელი სამხედრო მოსამსახურეები განლაგდებიან "ფრონტიდან შორს“ და ჩაერთვებიან უკრაინული დანაყოფების თანხლებას და წვრთნაში.

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა, რომ ამ საკითხზე პარლამენტში ცალკე დებატები ორ-სამ კვირაში გაიმართება.