უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამშვიდობო გეგმის განსახილველად ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან იანვრის ბოლოს მორიგი შეხვედრა დააანონსა.

მისი თქმით, გენერალური შტაბების წარმომადგენლები, გენერალური შტაბების უფროსები და სხვა ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლები ხვალ ევროპაში გაემგზავრებიან.

"ამის შემდეგ გაიმართება ლიდერების შეხვედრა, სადაც უსაფრთხოების დოკუმენტები დამტკიცდება. ლიდერები მრავალ სხვადასხვა საკითხს განიხილავენ, მაგრამ ყურადღება უსაფრთხოების გარანტიებს და აღდგენაზე გამახვილდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა დასძინა, რომ ეს შეხვედრები გაიმართება პრეზიდენტ ტრამპის გუნდთან და შეხვედრები ასევე  გაიმართება პარიზში.

"ისინი 24 საათს გაგრძელდება, შესაძლოა, ორი დღე-ღამეც. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ამის შემდეგ, ვფიქრობ, მოვემზადებით აშშ-ში ლიდერების დონეზე ფართომასშტაბიანი შეხვედრისთვის. ჩვენ გვსურს, რომ ეს ყველაფერი იანვარში, იანვრის ბოლომდე მოხდეს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.