უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 145 670 (+840) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 04.11.25-მდე: ტანკები – 11 326 (+5), ჯავშანტექნიკა – 23 532 (+1), საარტილერიო სისტემები – 34 249 (+42), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 535 (+1).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 235 (+0), თვითმფრინავები – 428 (+0), ვერტმფრენები – 346 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 77 860 (+425), ფრთოსანი რაკეტები – 3 918 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 66 504 (+93), სპეციალური ტექნიკა – 3 990 (+1).