უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, 12-დან 13 მარტამდე, უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის არმიამ 1200 ჯარისკაცი, 2 საბრძოლო ჯავშანმანქანა და 81 საავტომობილო ტექნიკა დაკარგა.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 890 250 (+1200) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 13.03.24: ტანკები – 10 307 (+1), ჯავშანტექნიკა – 21 432 (+2), საარტილერიო სისტემები – 24 409 (+19), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1314 (+0).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1103 (+0), თვითმფრინავები – 370 (+0), ვერტმფრენები – 331 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 28 983 (+71), ფრთოსანი რაკეტები – 3121 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 40 355 (+81), სპეციალური ტექნიკა – 3777 (+0).