უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 680 230 (+1710) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 21.10.24-მდე: ტანკები – 9071 (+24), ჯავშანტექნიკა – 18175 (+64), საარტილერიო სისტემები – 19589 (+24), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1232 (+0).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 978 (+0), თვითმფრინავები – 369 (+0), ვერტმფრენები – 329 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 17333 (+46), ფრთოსანი რაკეტები – 2624 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 27034 (+47), სპეციალური ტექნიკა – 3479 (+3).