უკრაინამ და რუსეთმა ტყვეების გაცვლის 77-ე ეტაპი განახორციელეს.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსული ტყვეობიდან 103 უკრაინელი დაბრუნდა. სანაცვლოდ, უკრაინამ რუსეთში 103 ტყვედ აყვანილი რუსი ჯარისკაცი დააბრუნა.

"დღეს რუსული ტყვეობიდან სახლში 103 უკრაინელი ჯარისკაცი ბრუნდება. ესენი არიან შეიარაღებული ძალების, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის და ეროვნული გვარდიის დამცველები“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

გათავისუფლებულებს შორის არიან ჯარისკაცები, რომლებიც იცავდნენ უკრაინას შემდეგ მიმართულებებზე: მარიუპოლი; დონეცკი; ლუგანსკი; ხარკოვი; ზაპოროჟიე; ხერსონი; დნეპრი; სუმი.

საკოორდინაციო შტაბის ცნობით, დღეს გათავისუფლებულთა შორის ყველაზე უმცროსი 26 წლის არის, ყველაზე უფროსი - 59 წლის.