5 სექტემბერს, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები - სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვში ჩავიდნენ.

რუსული მედიის ინფორმაციით, ტრამპის გუნდს კირილ დმიტრიევი დახვდა, რომელიც ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელია უცხო ქვეყნებთან ინვესტიციებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში.

აშშ-მა უკრაინას სთხოვა, ტრამპის წარმომადგენლების ვიზიტის გამო, არ დაესხას თავს რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს. ამ ფონზე, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის უზრუნველყოფდა "რუსეთის საჰაერო სივრცის ნორმალურ ფუნქციონირებას" მომლაპარაკებლების უსაფრთხოდ ჩასვლის მიზნით. გარდა ამისა, მან მოუწოდა რუსეთს მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისკენ, თუმცა უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა ამერიკულ დიპლომატიას "შაჰედებით" უპასუხა და დიდი ხნის შემდეგ პირველად, დაარტყა "კიევის" და "ბორისპოლის" აეროპორტებს, სადაც ამერიკელებს დაშვება შეეძლოთ.

უიტკოფი და კუშნერი 6 სექტემბერს კიევში ჩავლენ. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მისი წარმომადგენლები რუსეთსა და უკრაინაში ომის დასრულების შესახებ წინადადებებით ჩადიან.