აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში მიიწვევს.

ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ომის დასრულება სურს.

"ვფიქრობ, რომ დიდი განსხვავებაა ოვალურ კაბინეტში (ზელენსკის) ბოლო ვიზიტს შორის, ეს არის სრული ცეცხლის შეწყვეტა, რომელსაც უკრაინა დათანხმდა და იმედი მაქვს, რუსეთიც დათანხმდება ამას“, - განაცხადა ტრამპმა.

უკრაინის პრეზიდენტი ვაშინგტონში 28 თებერვალს იმყოფებოდა. ზელენსკის და ტრამპის შეხვედრა თეთრ სახლში კამათით დასრულდა, რასაც მოჰყვა აშშ-ის გადაწყვეტილება უკრაინელი დამცველებისთვის სამხედრო დახმარების შეჩერების შესახებ. შეწყდა ქვეყნებს შორის დაზვერვის მონაცემების გაცვლაც.