ამ მომენტისთვის მთავარია, რომ ტრამპის ყურადღებამ უნდა გადაინაცვლოს რუსეთისაკენ. იქნება თუ არა ის ისეთივე ხისტი, როგორიც იყო ზელენსკის მიმართ იყო, ვნახოთ, -  ამის შესახებ "რონდელის ფონდის"  უფროსმა მკვლევარმა გიორგი ბადრიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გარკვეულმა ძალებმა თეორიულად შეიძლება ისევ სცადონ უკრაინის საწინააღმდეგოდ ისრების შეტრიალება.

"ბოლო ორი კვირის მდგომარეობა იყო სრულიად წარმოუდგენელი, სამარცხვინო, უპრეცედენტო აშშ-ის ისტორიაში მას შემდეგ, რაც აშშ მსოფლიო ასპარეზზე გამოვიდა, როგორც გადამწყვეტი ძალა, რომელზეც დამოკიდებული იყო მსოფლიოს სტაბილურობა. პირველად მოხდა, რომ ის აქტიურად დაუპირისპირდა აგრესიის მსხვერპლს დემოკრატიულ ქვეყანას და თავის მოკავშირეს ყოველგვარი რეალური მიზეზის გარეშე.

ჩვენ უნდა ვნახოთ ტრამპის პირადი გადაწყვეტილება. გარკვეულმა ძალებმა თეორიულად შეიძლება ისევ სცადონ უკრაინის საწინააღმდეგოდ ისრების შეტრიალება. ამ მომენტისთვის მთავარია, რომ ტრამპის ყურადღებამ უნდა გადაინაცვლოს რუსეთისაკენ. იქნება თუ არა ის ისეთივე ხისტი, როგორიც იყო ზელენსკის მიმართ იყო, ვნახოთ", - განაცხადა გიორგი ბადრიძემ.