აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმედგაცრუებულია რუსეთის მიერ კიევზე სარაკეტო დარტყმით. ის ომის დასრულებას ითხოვს.

ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ში წერს.

"მე არ ვარ კმაყოფილი რუსეთის დარტყმებით კიევზე. ეს არის ზედმეტი და ძალიან არადროული. ვლადიმერ, გაჩერდი! კვირაში 5000 ჯარისკაცი იღუპება. მოდით დავდოთ სამშვიდობო შეთანხმება!" - წერს ტრამპი.

ამასთან, მას არ დაუკონკრეტებია რომელ "ვლადიმერს“ მიმართავს - ვლადიმერ პუტინს თუ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის.

რუსეთმა 24 აპრილს, ღამით კიევს დაარტყა. ამ დროისთვის ცნობილია რვა გარდაცვლილის და 90 დაშავებულის შესახებ.