რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომი აუცილებლად უნდა დასრულდეს, თუმცა კონფლიქტის გაგრძელების ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა, ლიდერებს შორის ურთიერთობა იყოს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ტრამპის აზრით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ვლადიმერ პუტინმა "ეს სულელური ომი უნდა შეაჩერონ“.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მან რვა ომი შეაჩერა.

"რვა. ზოგიერთი მათგანის შეჩერება ამაზე ბევრად უფრო რთულად ითვლებოდა და მე ეს შევძელი“, - განაცხადა ტრამპმა.

თუმცა, მისი აზრით, სახელმწიფოს მეთაურებს შორის დაპირისპირება ხელს უშლის რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულებას.

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს სურს "კარგი ურთიერთობები ჰქონდეს რუსეთთან, უკრაინასთან, ყველასთან“, რადგან ეს კარგია ბიზნესისთვის.

"რუსეთში შესანიშნავი მიწაა, ძალიან ღირებული მიწა, ბევრი კარგი რამ ხდება“, - აღნიშნა მან.