ეს განცხადება ეხება რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობას, რომელიც დღემდე არ გამოძიებულა, ასევე ეს ეხება ციხის უფროსის თვითმკვლელობას, რომელიც საკმაოდ საგანგაშო იყო და ამაზეც არანაირი გამოძიება არ ჩატარებულა, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ხატია დეკანოიძემ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, სისტემაში ადამიანი აბრალებს თვითმკვლელობამდე მიყვანას, ან მკვლელობის მცდელობას სისტემის ნაწილს.

"ეს განცხადება ეხება რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობას, რომელიც დღემდე არ გამოძიებულა, ასევე ეს ეხება ციხის უფროსის თვითმკვლელობას, რომელიც საკმაოდ საგანგაშო იყო და ამაზეც არანაირი გამოძიება არ ჩატარებულა და ამაზეც, ვფიქრობ, ის ფორმულირება, რაც წერილში ეწერა, არის ზუსტად ის, რომ ძალიან საეჭვო თვითმკვლელობები ადასტურებს იმას, თუ რა დაუნდობელი შეიძლება იყოს ბიძინა ივანიშვილის მთელი ეს ამალა.

შეხედეთ, რა ხდება, სისტემაში ადამიანი აბრალებს თვითმკვლელობამდე მიყვანას, ან მკვლელობის მცდელობას სისტემის ნაწილს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დანაშაულებია და აუცილებელია, რომ ეს საქმეები გამოიძიონ.

ციხის უფროსს რაც შეეხება, პირდაპირ ბიძინა ივანიშვილთან კავშირი იკვეთება იმიტომ, რომ ის ადამიანი ხელმძღვანელობდა იმ პენიტენციურ დაწესებულებას, სადაც იყო ბაჩიაშვილი, რომელიც გამოცხადებული იყო ივანიშვილის მტრად. ეს საქმეები არის უკიდურესად მნიშვნელოვანი და ყველა ამ საქმეს აქვს კავშირი ივანიშვილთან", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.