მსოფლიო ვიდრე მშვიდობაზე საუბრობს, რუსული ბალისტიკური რაკეტები კვლავ კიევს არტყამს, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში წერს.

"რუსეთი მშვიდობისკენ მიმართულ ძალისხმევას კიდევ უფრო მეტი ტერორით და ნგრევით პასუხობს, რადგან მიიჩნევს, რომ შეუძლია, დაუსჯელად იმოქმედოს. რუსეთს მხოლოდ მძლავრი ზეწოლა აიძულებს, გაჩერდეს“, – წერს ცაჰკნა.

კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი. იერიშის შედეგად დაზიანდა ჩრდილოეთის ხიდი.