თბილისში დღეს, 25 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან საპროტესტო აქცია სახელწოდებით „საქართველო ივანიშვილის გარეშე“ გაიმართება. შეკრება 19:00 საათზეა დაანონსებული.

ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, აქციით უწყვეტი საპროტესტო კამპანია იწყება, რომლის მიზანი ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებების მიღწევაა.

ორგანიზატორების ინფორმაციით, დემონსტრაციას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც შეუერთდებიან.

დაანონსებული აქციები საბოლოოდ, 28 ნოემბერს მასშტაბური აქციით დაგვირგვინდება.