რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის წერილთან დაკავშირებით ოფიციალური პოზიცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

პესკოვის თქმით, თუ ვოლოდიმირ ზელენსკი ნამდვილად დაინტერესებულია შეხვედრით, შეუძლია მოსკოვში ჩავიდეს. 

წერილში ვოლოდიმირ ზელენსკიმ შესთავაზა ვლადიმერ პუტინთან პირადი შეხვედრის ორგანიზება ომის დასრულების საკითხის განსახილველად. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კონფლიქტის ამჟამინდელი ეტაპი ლიდერებს შორის პირდაპირ დიალოგს მოითხოვს.

ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა მხარს უჭერს ომის დასრულებას და მზადაა განიხილოს ცეცხლის შეწყვეტის პირობები.