უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების კლასტერების გახსნას ამ თვეში ელის. 

მისი თქმით, ევროკავშირში უკრაინის წევრობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში პროგრესი შეინიშნება.

"მოლაპარაკებების წინსვლისთვის ძალიან მკაფიო გრაფიკი გვექნება, განსაკუთრებით უნგრეთში მომხდარი ცვლილებების შემდეგ. ჩვენ ვადები დავიცავით. ახლა კი, ივნისში, დიდი იმედი გვაქვს, რომ უკრაინის მიერ მომზადებული კლასტერების გახსნას წინ წავიწევთ. ჩვენ ჩვენი წილი საქმე შევასრულეთ, ახლა ევროკავშირზეა დამოკიდებული შემდეგი ნაბიჯის გადადგმა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინის გუნდი ევროკავშირთან პრაქტიკულად ყოველდღიურად არის კონტაქტში.

"და ეს მნიშვნელოვანია, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოტივაციისთვის - ჩვენი ხალხის მოტივაციისთვის. ევროკავშირისგან ყოველი დადებითი სიახლე ადასტურებს, რომ უკრაინა სწორ გზაზეა და ჩვენი პარტნიორები ჩვენთან არიან, უკრაინასთან ერთად“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, მისი თქმით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინამ ივნისში 90 მილიარდი ევროს ოდენობის ევროპული დახმარების პაკეტიდან თანხები მიიღოს.

"ჩვენ ვიბრძოდით ამ პაკეტისთვის და ის დამტკიცდა. პროცედურულად აუცილებელია, რომ თანხები უკრაინისთვის ახლავე, ამ ზაფხულს იქნეს გამოყენებული - ჩვენი მდგრადობისთვის, ჩვენი თავდაცვისთვის, ჩვენი ხალხის, უკრაინელების დასახმარებლად. და ეს მოხდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.