უკრაინულმა მხარემ რუსეთის ჯართან ბრძოლაში დაღუპული 501 მებრძოლის ცხედარი დაიბრუნა, - ინფორმაციას უკრაინის სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბი ავრცელებს.

დაღუპულთა შორის არის ავდეევკას მიმართულებაზე დაღუპული 382 ჯარისკაცი, 56 - ბახმუტის, 45 - მარიინსკის, 6 - უგლედარის, 4 ზაპოროჟიეს და 7 ლუგანსკის მიმართულებებზე. ასევე დაბრუნებულია ერთი ცხედარი რუსეთის მორგიდან.

დამცველთა ცხედრებს იდენტიფიცირებისთვის შესაბამის უწყებებში გადაასვენებენ, შემდეგ კი ოჯახებს გადასცემენ.