როდესაც რუსულ კანონს ვაპროტესტებდით, ჩვენ ამიტომ ვიდექით გარეთ, რომ ვიცოდით ეს დღე შეიძლება დამდგარიყო, ეს საფრთხე გველოდა და დღეს უკვე ოფიციალურად პირველმა პირმა, ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ 27-მა ქვეყანამ მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას და ეს არის უმძიმესი ფაქტი, - ამის შესახებ საზოგადოებრივი პლატფორმის “საქართველოს ევროპული ორბიტას” დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 20 ოქტომბერს საზოგადოებამ ხმა მიაწვდინოს მსოფლიოს.

"ძალიან რთულია იმის გააზრება, თუ რა ვითარებაში ვართ დღეს აღმოჩენილები. როდესაც რუსულ კანონს ვაპროტესტებდით, ჩვენ მაგიტომ ვიდექით გარეთ, რომ ვიცოდით ეს დღე შეიძლება დამდგარიყო, ეს საფრთხე გველოდა და დღეს უკვე ოფიციალურად პირველმა პირმა, ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ 27-მა ქვეყანამ მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას და ეს არის უმძიმესი ფაქტი, ასევე ძალიან ღიად თქვა, რომ დამნაშავე ეძიეთ ქვეყანაში ხელისუფლების სახით. ძალიან მძიმე ვითარებაში ვართ. ისტორიაში პირველად არის ოფიციალურად შეჩერებული ევროკავშირთან დაახლოების პროცესი და ჯერი არის ქართველ ხალხზე. ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიაქტიუროთ და მივაწვდინოთ ჩვენი ხმა ყველას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 20 ოქტომბერს და მართლაც მშვენიერი შემოდგომის დღე იქნება, მზიანი, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს, აუცილებლად უნდა შევიკრიბოთ საღამოს 5 საათიდან სხვადასხვა ლოკაციაზე, რაც 7 საათზე უკვე დაგვირგვინდება მსვლელობის დასრულებით თავისუფლების მოედანზე და კიდევ ერთხელ გავაგონოთ ხმა მთელს მსოფლიოს“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

20 ოქტომბერს, 17:00 საათზე ევროპული მარში იგეგმება. მოქალაქეები რესპუბლიკის მოედანზე, მარჯანიშვილის მოედანზე, გმირთა მოედანზე, 300 არაგველზე და ასათიანისა და ამაღლების ქუჩის კვეთაზე შეიკრიბებიან და   თავისუფლების მოედნისკენ გაემართებიან.