უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ლევან პარკაია დაიღუპა.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში ზურაბ ჯაფარიძე ავრცელებს.
რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინაში უკვე 81 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ლევან პარკაია დაიღუპა.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში ზურაბ ჯაფარიძე ავრცელებს.
რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინაში უკვე 81 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
1790930995
მისივე თქმით, პარტიის მოთხოვნაა ასევე, საწვავის აქციზის განახევრება."2027 წლის ბიუჯეტი არის ბიძინა ივანიშვილის კორუმპირებული ჩინოვნიკების კეთილდღეობის პროექტი ქართველი ხალხის ხარჯზე. ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, მიხეილ ყაველაშვილი საკუთარ ანაზღაურებას იზრდიან 1 350 ლარით და ჩვენს ღირსეულ მოქალაქეებს - პენსიონერებს, პენსიას უზრდიან მხოლოდ 20 ლარით. ეს არის ცინიზმის უმაღლესი მწვერვალი, ეს არის ნულოვანი თანაგრძნობა ჩვენი ღირსეული პენსიონერების მიმართ, რომლებმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნეს საზოგადოებას, საკუთარ ოჯახებს და ასე უფასებს "ქართული ოცნება" მათ ამ ყველაფერს.ჩვენ მოვითხოვთ, ჩინოვნიკების ზრდისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსების პენსიონერების ფონდში გადატანას და პენსიის გაზრდას არა ოცი ლარით, არამედ 40 ლარით. 70 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის 60 ლარის ნაცვლად, 120 ლარით.ასევე, ჩვენ მოვითხოვთ, საწვავის აქციზის განახევრებას და ჩვენი სამნაბიჯიანი პროგრამის ამოქმედებას. ეს საწვავის ფასს 30-40 თეთრით შეამცირებს, რაც შვება იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის.ჩვენ მოვითხოვთ, მეტი მხარდაჭერა ჰქონდეთ ხალხს და არა მეტი ფული "ოცნების" კორუმპირებულ ჩინოვნიკებს. ივანიშვილის კრიმინალურ ბანდას არ უნდა ჰქონდეს ხალხის ძარცვის შესაძლებლობა. ეს ფული უნდა მოხმარდეს ჩვენს პენსიონერებს", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.
1790930729
"ეს არის სრული სიცრუე და დავითაძეების ოჯახის მიერ დაწყებული პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის გაგრძელება.აქვე აღვნიშნავთ, რომ, მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, მზად ვართ, კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად, გავასაჯაროოთ შესაბამისი ვიდეოჩანაწერები, რათა საზოგადოებას თავად მიეცეს შესაძლებლობა, იხილოს დეესკალაციის ოთახში მსჯავრდებულ დავითაძის მოთავსების და იქ ყოფნის პერიოდის ამსახველი კადრები.სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ უწყების თითოეული თანამშრომლის მხრიდან ნებისმიერი სახის ძალადობა ან ადამიანის ღირსების შემლახველი მოპყრობა დაუშვებელია და მსგავსი ფაქტის არსებობის შემთხვევაში მას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება, თუმცა, როგორც დავითაძის შესახებ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ განცხადებაშია მითითებული, აღნიშნული ვიდეომასალა დათვალიერებულია როგორც გამოძიების, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლის მიერ და დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა. არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას დავითაძის მიმართ არ ჰქონია ადგილი", - აღნიშნულია განცხადებაში.გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე ისაუბრა და ბადრაგი გაუპატიურებაში დაადანაშაულა.
1790928081
ეპიზოდი ორ ნაწილად იყოფა და ის Punchline Profit-ის Youtube არხზე უკვე ხელმისაწვდომია.ახალ ეპიზოდში, ბიზნესშოუს წამყვანები და მოწვეული სტუმრები ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევაზე საუბრობენ: როგორ იზრდება გლობალური ტექნოლოგიური კომპანია საქართველოში, როცა მისი მთავარი გამოწვევა უკვე არა იდეა, პროდუქტი ან ინვესტიცია, არამედ - სწორი ადამიანების პოვნა და გუნდის გაზრდაა.ანა რობაქიძე - Theneo-ს დამფუძნებელი და CEO, მაყურებელს კომპანიის ზრდის გამოცდილებას, კადრების მოძიებისა და განვითარების გამოწვევებს უზიარებს და საუბრობს იმაზე, თუ რამდენად მზად არის ქართული ბაზარი გლობალური ტექნოლოგიური კომპანიების მოთხოვნებისთვის.Punchline Profit-ის სექტემბრის ეპიზოდის მეორე ნაწილი პირად და რეალურ გამოწვევებს დაეთმობა. როგორ აშენებ სტარტაპს 51 წლის ასაკში, როცა ოჯახი, შვილები და პასუხისმგებლობები აღარ გაძლევს საშუალებს, წლები გაატარო ექსპერიმენტებში ან დიდი დრო დაუთმო უცხოეთში კაპიტალის მოძიებას.ირაკლი ბესელიძე - Calen AI-ს დამფუძნებელი, მაყურებელს უზიარებს საკუთარ გამოცდილებას იმაზე, თუ რას ნიშნავს ბიზნესის წამოწყება მაშინ, როცა საკუთარი დრო გაცილებით ძვირფას რესურსად იქცევა და თითოეულ გადაწყვეტილებას უფრო დიდი ,,ფასი’’ აქვს.Punchline Profit-ის წამყვანები უცვლელად, შოთი არველაძე და გიორგი მარრი იქნებიან, თანაწამყვანი კი, ლუკა ნაჭყებია - შეფი, კვების ტექნოლოგი, რესტორატორი და გასტრონომი, რომელსაც გუნდის შექმნისა და სწორი ადამიანების პოვნის საკუთარი, განსხვავებული ხედვა აქვს, ტექნოლოგიები და HoReCa, ორი სრულიად განსხვავებული სფერო, მაგრამ ერთი საერთო გამოწვევა: როგორ იპოვო, გაზარდო და შეინარჩუნო ტალანტი.თუ ტექნოლოგიები, სტარტაპები, ტალანტების განვითარება, განათლება და ბიზნესის ზრდის რეალური გამოწვევები გაინტერესებთ, ეს ეპიზოდი თქვენთვისაა.Punchline Profit-ის თითოეული ეპიზოდის, ასევე სხვადასხვა სახის კონტენტის ნახვა ბიზნესშოუს YouTube-ის გვერდზე, ასევე, ონლაინ პლატფორმებზე - Facebook, Instagram, LinkedIn-სა და TikTok-ზეა შესაძლებელი.ბიზნესშოუ მედიაკომპანია Shark Media-ს ინიციატივით ხორციელდება და მისი მთავარი მხარდამჭერია თიბისი ბიზნესი, მხარდამჭერი კი - Visa. პროექტის მიზანს საქართველოში მოქმედი ბიზნესების ფინანსური და სამეწარმეო განათლების ხელშეწყობა წარმოადგენს, მარტივად გასაგები და განსხვავებული ფორმით.
1790927396
შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული, 6 შეფუთვად დაფასოებული, ჯამში - 140 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" ნივთმტკიცებად ამოიღო.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.
1790927200
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში მოქმედი სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელები მოქალაქეებს ბინების საკუთრებაში გადაცემას დაჰპირდნენ, სანაცვლოდ კი დიდი ოდენობით თანხა გამოართვეს.ბრალდებულებმა მყიდველებს ბინები საკუთრებაში არ დაურეგისტრირეს და ფართები მხოლოდ ფაქტობრივ მფლობელობაში გადასცეს. მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა ბინები საკუთარი ხარჯებით გაარემონტეს, ბრალდებულებმა აღნიშნული ფართები დამატებითი თანხის მიღების მიზნით სხვა პირებზე გაასხვისეს.აღნიშნული დანაშაულებრივი სქემით ბრალდებულები მოტყუებით დაეუფლნენ მოქალაქეთა კუთვნილ 190 502 აშშ დოლარსა და 42 600 ლარს.პოლიციამ ორივე პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული თავისუფლების 9 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ შსს-ში.
1790926813
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ხაშურში მცხოვრები მოქალაქის კუთვნილ კვადროციკლს ფარულად დაეუფლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, მოქალაქეს 15 000 ლარამდე ფინანსური ზარალი მიადგა.სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო ნაქურდალი კვადროციკლი ნივთმტკიცებად ამოიღეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 10 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
1790926489
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მოგების მიღებას დაჰპირდა. იგი მათ არწმუნებდა, რომ მიღებულ მოგებას შესაბამისი სარგებლის სახით გადასცემდა, ხოლო შეტანილ ძირითად თანხას დაუბრუნებდა.აღნიშნული პირობით მოქალაქეებმა მას სხვადასხვა ოდენობის თანხა გადასცეს, თუმცა დაკავებულმა შეთანხმება არ შეასრულა და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა მოქალაქეთა კუთვნილ 90 500 ლარს.პოლიციამ მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე იმერეთის რეგიონში დააკავა.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული თავისუფლების 9 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
1790925496
Astra-ს ინფორმაციით, 2 ოქტომბრის ღამეს დარტყმის ქვეშ, დიდი ალბათობით, აღმოჩნდა ხაზოვანი საწარმოო-სადისპეტჩერო სადგური "სამარა“. ეს არის "ტრანსნეფტის" სისტემის ნაწილი და ევროპაში ყველაზე დიდი სარეზერვუარო პარკი. Astra-ში ამ დასკვნამდე ღია მონაცემების ანალიზის შემდეგ მივიდნენ.სამარის ნავთობის ობიექტის ტერიტორია 216 ჰექტარზე მეტ ფართობს მოიცავს. მასზე განთავსებულია 71 სარეზერვუარო ავზი, რომლებიც ჯამში 1.6 მილიონ კუბურ მეტრზე მეტ ნავთობს იტევს.ობიექტის შემადგენლობაში ასევე შედის ორი ნავთობსატუმბი სადგური - "სამარა-1“ და "სამარა-2“, და ცალკეული პუნქტი, სადაც ნავთობის სხვადასხვა სორტის შერევა ხდება.აქ თავს იყრის ოთხი მთავარი მაგისტრალური ნავთობსადენი: ალმეტიევსკი-სამარა, კალტასი-სამარა, ნიჟნევარტოვსკი-კურგანი-სამარა და ატირაუ-სამარა (გურიევი). ნავთობი ამ წერტილში დასავლეთ ციმბირიდან, თათრეთიდან, ორენბურგიდან და ყაზახეთიდან შემოედინება.
ბიზნესმენ თემურ უგულავას დაფუძნებული "რადიო ქალაქი" ბერა ივანიშვილმა იყიდა
1789760302
ძმები ფეიქრიშვილები და კიდევ ერთი პირი ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით არიან დაკავებული
1790071500
ნოდარ დუმბაძის მეუღლე ნანული გუგუნავა 97 წლის ასაკში გარდაიცვალა
1790072405
ვერაზე საფრანგეთის და რუსეთის მოქალაქეები გარდაცვლილები იპოვეს
1790012428
სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტს თამაზ შუბითიძე უხელმძღვანელებს
1790071705