უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი მიხეილ შედანია დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, ის უკრაინის მოქალაქე იყო.
ცნობილია, რომ მიხეილ შედანია აზოვის პოლკში იბრძოდა.
მიხეილ შედანიას საქართველოში ჩამოასვენებენ და სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი მიხეილ შედანია დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, ის უკრაინის მოქალაქე იყო.
ცნობილია, რომ მიხეილ შედანია აზოვის პოლკში იბრძოდა.
მიხეილ შედანიას საქართველოში ჩამოასვენებენ და სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
1754412412
აქციის მონაწილეებმა მსვლელობა ფილარმონიიდან დაიწყეს და რუსთაველის გამზირზე ყოველდღიურ აქციას შეუერთდნენ.მათ თან ჰქონდათ ბანერი - "არ გაბედოთ! ვერ დააბრუნებთ საბჭოთა ტერორს!“."საპროტესტო მოძრაობა სამასი ქალის დღევანდელი გზავნილია, არ გაბედოთ, მივმართავთ ივანიშვილს და მის მარიონეტ ხელისუფლებას, რომლებსაც დიდი ხანია თავს გაუვიდათ, მაგრამ ამას არ მოითმენს და არ აპატიებს ქართველი ხალხი. მზია ამაღლობელი ნამდვილად არის გამარჯვებული. მათი სახით ჩვენ ვართ ძალიან ამაყები, უფრო მეტი მოტივაცია გვეძლევა, რომ ვიბრძოლოთ და ერთად გამოვხატოთ სოლიდარობა მათ მიმართ. თავისუფლება ნინოს, მზიას, სინდისის და პოლიტიკურ პატიმრებს. ძალა ხალხშია და აუცილებლად გავიმარჯვებთ", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ."ბათუმელებისა“ და "ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილება 6 აგვისტოს, 14:00 საათზე გამოცხადდება.რას შეეხება ნინო დათაშვილს, მას სასამართლოს განჩინების საფუძველზე ფსიქიატრიული ექსპერტიზისთვის შესაბამის დაწესებულებაში სავარაუდოდ, 6 აგვისტოს გადაიყვანენ.
1754409620
მისივე თქმით, სიმართლე კიდევ უფრო ხმამაღალი იქნება.“თუ ვინმეს ბოდიში აქვს მოსახდელი, აქვს რეჟიმს იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც სასიკვდილოდ გაწირეს. ასევე, ბოდიში აქვს მოსახდელი რეჟიმს თითოეული - 60-ზე მეტი პატიმრისთვის. ქვეყნის გაუბედურებისთვის, ბევრი ადამიანის შეურაცხყოფისთვის.მოდის ძალიან ბევრი ხმა, რომ რაღაცებს გვთხოვენ. ერთხელ და სამუდამოდ, ბოდიშს მოვიხდი კი არა, ეს სიმართლე კიდევ უფრო ხმამაღალი იქნება, ჩვენი ხმა მისწვდება კოსმოსს“, - განაცხადა ნიკა კაციამ.
1754408880
ადგილზე იმყოფებოდნენ „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა, გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე და თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე."ჩვენი თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში ზრუნავენ დედაქალაქის სისუფთავეზე. თბილისის მასშტაბით ყოველდღიურად ირეცხება გზები, ურნები, მიწისქვეშა გადასასვლელები და მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებები, იმისათვის, რომ ქალაქის ქუჩები კიდევ უფრო სუფთა და მოწესრიგებული იყოს“, - აღნიშნა გიორგი პაპავამ.მორეცხვის სამუშაოები თბილისის ათივე რაიონში, პერმანენტულად, გრაფიკის მიხედვით სრულდება.
1754408820
მისი თქმით, ცესკოს მიმართეს პარტიებმა: „გახარია საქართველოსთვის“, „ქართული ოცნება“ და „ლელო საქართველოსთვის“."სხვა პარტიებს, რომლებსაც აქვთ გასულ საპარლამენტო არჩევნებში რეგისტრაცია ან ჰყავთ წარმომადგენელი პარლამენტში, უფლება აქვთ, 8 აგვისტოს ჩათვლით მოგვმართონ. რაც შეეხება პარტიებს, რომლებსაც არ ჰქონდათ რეგისტრაცია გასულ საპარლამენტო არჩევნებზე, არც საქართველოს პარლამენტში არ ჰყავთ წარმომადგენელი, ასეთ პარტიებს ჰქონდათ შესაძლებლობა, 14 ივლისის ჩათვლით მოემართათ. მოგვმართა ორმა. ესენია: კონსერვატორები საქართველოსთვის“ და „მამული, ენა, სარწმუნოება“, – განაცხადა იოსელიანმა.
1754398309
საჩუქრების კამპანიაში მონაწილეობისთვის საჭიროა, მონაწილე იყოს სკოლის მოსწავლე ან მისი ასაკი არ აღემატებოდეს 18 წლამდე ასაკს.ინფორმაციისთვის, ვაუჩერი ერთჯერადია, მისი გამოყენება შესაძლებელია VELI.store-ზე ბავშვებისთვის შექმნილ კატეგორიაში, სადაც მათ ასევე სხვადასხვა საჩუქარი დახვდებათ. იმ შემთხვევაში, თუ ნივთი ვაუჩერზე ძვირია, თანხის დამატება არის შესაძლებელი. ვაუჩერის გამოყენება შესაძლებელია 2025 წლის სექტემბრის ბოლომდე.კამპანია 1 აგვისტოს დაიწყო და 31 აგვისტოს ჩათვლით ან ვაუჩერების ამოწურვამდე გაგრძელდება.sCoolApp-s ყოველდღიურად უკვე 100,000-ზე მეტი ბავშვი იყენებს. თუ თქვენს შვილს ჯერ არ აქვს მოსწავლის ბარათი, მას ძალიან მარტივად, მობილბანკის დახმარებით, უფასოდ შეუკვეთავთ და ციფრულ ბარათს სულ რამდენიმე წამში გაუაქტიურებთ. ხოლო, ყოველ ახალ მოწვეულ და რეგისტრირებულ 3 მეგობარზე, მოსწავლეები დამატებით საჩუქარს მიიღებენ.კამპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
1754397065
მისი თქმით, საინტერესოა, სინამდვილეში, იყო თუ არა ფინანსური გარიგება, რომელიც უკავშირდებოდა ამ კონკრეტული ქონების გაქირავებას."პირველი აღიარება უკვე მოვისმინეთ. რეალურად, აღიარებულია ის, რომ გადასახადებს არ იხდიდა ხაზარაძე, კონკრეტული გარიგების საფუძველზე. თუმცა, კიდევ უფრო საინტერესოა, რეალურად, არსებობდა თუ არა ასეთი გარიგება და ეს არის მთავარი კითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს. რეალურად, მართლა გადასახადის არ გადახდას ჰქონდა ადგილი, თუ სინამდვილეში, არ იყო არავითარი ფინანსური გარიგება, რომელიც უკავშირდებოდა ამ კონკრეტული ქონების გაქირავებას. ეს არის ახლა მთავარი კითხვა. პირველი აღიარება მოვისმინეთ, თუმცა შესაძლოა, უფრო საინტერესო აღმოჩნდეს მეორე აღიარება, რომელიც მომავალში შეგვიძლია მოვისმინოთ“, - განაცხადა კობახიძემ.
1754395881
კომპანიის მიერ დამტკიცებული 40 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში, ორი ტრანშის გამოშვება განხორციელდა:აშშ დოლარში დენომინირებული ობლიგაციები – 30 მილიონი დოლარი, 2 წლიანი ვადით, წლიური კუპონის განაკვეთით [8.50%], კუპონის ნახევარწლიური გადახდით.ევროში დენომინირებული ობლიგაციები – 8.5 მილიონი ევრო, 2 წლიანი ვადით, წლიური კუპონის განაკვეთით [7.25%], კუპონის ნახევარწლიური გადახდით.აღსანიშნავია, რომ ობლიგაციებზე მაღალი ინტერესი დაფიქსირდა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან და განთავსებაში მონაწილეობა 150-ზე მეტმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა მიიღო.“ჩვენ, როგორც გარე რეკლამის ინდუსტრიის ლიდერი კომპანია საქართველოში, მადლობას ვუხდით პარტნიორებს - სააგენტოს აწარმოე საქართველოში, თიბისი კაპიტალს და საინვესტიციო კომპანია გალტ & თაგარტს ჩვენი სადებიუტო ობლიგაციების წარმატებული გამოშვებისა და განთავსების პროცესში გაწეული მნიშვნელოვანი წვლილისთვის. აღსანიშნავია, რომ ინვესტორების მხრიდან გამოხატულმა ინტერესმა მნიშვნელოვნად გადააჭარბა შეთავაზებული მოცულობის მოლოდინს, რაც ცხადად მეტყველებს ბაზრის მაღალ ნდობაზე ჩვენი კომპანიისადმი. ეს ფაქტი ხაზს უსვამს ალმას, როგორც სანდო, სტაბილური და გრძელვადიან განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის რეპუტაციას. აღნიშნული პროექტი წარმოადგენს მნიშვნელოვან სტრატეგიულ ეტაპს კომპანიის ისტორიაში. იგი არა მხოლოდ ახალ შესაძლებლობებს უქმნის ალმას ზრდისა და განვითარებისთვის, არამედ ხელს უწყობს საქართველოს კაპიტალის ბაზრის გაძლიერებას და ბიზნესისთვის ალტერნატიული დაფინანსების მექანიზმების განვითარებას. ამგვარი მიდგომა მნიშვნელოვნად განაპირობებს კერძო სექტორის მდგრადობას და მომავალზე ორიენტირებულ ეკონომიკურ პროგრესს”, - გიორგი ტრაპაიძე, ალმას დირექტორი.„ვულოცავთ ალმას სადებიუტო ობლიგაციების წარმატებულ გამოშვებას. ინვესტორების მიერ გამოხატული მაღალი ინტერესი კომპანიის სიძლიერისა და გრძელვადიანი განვითარებისადმი ნდობას ადასტურებს. მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა საშუალება მხარი დაგვეჭირა კომპანიის კაპიტალის ბაზრებზე გასვლასა და ფინანსური სტაბილურობის კიდევ მეტად განმტკიცებაში. აღნიშნული ტრანზაქციით კაპიტალის ბაზარს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე შეემატა და იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალში ერთობლივად კიდევ არაერთ საინტერესო ტრანზაქციას განვახორციელებთ“ - გიორგი კუპრაშვილი, გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორი.თიბისი კაპიტალსა და ალმას შორის პირველი თანამშრომლობა შედგა. ვულოცავ კომპანიას ობლიგაციების წარმატებით გამოშვებას, რომელზეც ინვესტორების მხრიდან საკმაოდ მაღალი ინტერესი დაფიქსირდა - ეს ალმას მიმართ ნდობას ადასტურებს. მოხარული ვარ, რომ მიმდინარე წელს ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი ტრანზაქცია განვახორციელეთ და კომპანიას დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიებაში დავეხმარეთ. თიბისი კაპიტალი პარტნიორებთან ერთად აქტიურად არის ჩართული ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებაში - წელს ჯამში 290 მილიონ ლარამდე მოცულობის ადგილობრივი საჯარო ფასიანი ქაღალდების გამოშვებასა და 7 ტრანზაქციაში მივიღეთ მონაწილეობა”, - ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.„მოხარული ვართ, რომ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოხდა მორიგი ემისიების განხორციელება. ვულოცავთ კომპანია ალმას სადებიუტო ობლიგაციების გამოშვებას და მასთან ერთად ჩვენს პარტნიორებს - გალტ & თაგარტს და თიბისი კაპიტალს. კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა მხარს უჭერს კომპანიების ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას. აღსანიშნავია, რომ ამჟამად პროგრამის ფარგლებში განხორციელებულია 12 ემისია, რომელთა მოცულობაც 450.3 მლნ. ლარს შეადგენს“, - ირაკლი გაბრიაძე, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" დირექტორის მოადგილე.ალმა უკვე 30 წელია, გარე სარეკლამო ბაზარზე ოპერირებს და ფართო პორტფელს ფლობს, რომელიც მოიცავს რეკლამის განთავსების უფლებებს ბილბორდებზე, მონიტორებზე, აეროპორტებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სხვა სივრცეებში.
1754393019
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, დანაშაულის შენიღბვის მიზნით, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებზე დაარეგისტრირეს კომპანიები და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, ურთიერთშორის გაწერეს 151 მილიონი ლარის ღირებულების რკინის კონსტრუქციები და ჯართი, რა გზითაც შექმნეს დღგ-ს ყალბი აქტივი - ჯამში 20 336 923 ლარის ოდენობით.ბრალდებულების მფლობელობაში არსებული ერთ-ერთი კომპანიის მიერ ჩათვლილ იქნა დღგ - ჯამში 563 353 ლარის ოდენობით, რომელიც სრულად გამოიყენეს მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად.ტარდება შესაბამისი ღონისძიებები სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის სრული ოდენობის დადგენისა და დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების მხილების მიზნით.გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ექვს წლამდე ვადით და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მომავალშიც გაატარებს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას", - განაცხადეს საგამოძიებო სამსახურში.
"მილიონერი ელდარ კურტანიძის შვილები 2016 წლიდან სოციალურად დაუცველთა ბაზაში არიან"
1753817526
ელდარ კურტანიძე ყოფილ მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდა
1753624626
კამჩატკაზე ბოლო 70 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1753866994
5 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
1754336262
2 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
1754077160