თუ ვინმეს ბოდიში აქვს მოსახდელი, აქვს რეჟიმს იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც სასიკვდილოდ გაწირეს, - ამის შესახებ ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა ჟურნალისტმა ნიკა კაციამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, სიმართლე კიდევ უფრო ხმამაღალი იქნება.

“თუ ვინმეს ბოდიში აქვს მოსახდელი, აქვს რეჟიმს იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც სასიკვდილოდ გაწირეს. ასევე, ბოდიში აქვს მოსახდელი რეჟიმს თითოეული - 60-ზე მეტი პატიმრისთვის. ქვეყნის გაუბედურებისთვის, ბევრი ადამიანის შეურაცხყოფისთვის.

მოდის ძალიან ბევრი ხმა, რომ რაღაცებს გვთხოვენ. ერთხელ და სამუდამოდ, ბოდიშს მოვიხდი კი არა, ეს სიმართლე კიდევ უფრო ხმამაღალი იქნება, ჩვენი ხმა მისწვდება კოსმოსს“, - განაცხადა ნიკა კაციამ.