თბილისში მზია ამაღლობელის და ნინო დათაშვილის მხარდამჭერი მსვლელობა გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა მსვლელობა ფილარმონიიდან დაიწყეს და რუსთაველის გამზირზე ყოველდღიურ აქციას შეუერთდნენ.

მათ თან ჰქონდათ ბანერი - "არ გაბედოთ! ვერ დააბრუნებთ საბჭოთა ტერორს!“.

"საპროტესტო მოძრაობა სამასი ქალის დღევანდელი გზავნილია, არ გაბედოთ, მივმართავთ ივანიშვილს და მის მარიონეტ ხელისუფლებას, რომლებსაც დიდი ხანია თავს გაუვიდათ, მაგრამ ამას არ მოითმენს და არ აპატიებს ქართველი ხალხი. მზია ამაღლობელი ნამდვილად არის გამარჯვებული. მათი სახით ჩვენ ვართ ძალიან ამაყები, უფრო მეტი მოტივაცია გვეძლევა, რომ ვიბრძოლოთ და ერთად გამოვხატოთ სოლიდარობა მათ მიმართ. თავისუფლება ნინოს, მზიას, სინდისის და პოლიტიკურ პატიმრებს. ძალა ხალხშია და აუცილებლად გავიმარჯვებთ", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

"ბათუმელებისა“ და "ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილება 6 აგვისტოს, 14:00 საათზე გამოცხადდება.

რას შეეხება ნინო დათაშვილს, მას სასამართლოს განჩინების საფუძველზე ფსიქიატრიული ექსპერტიზისთვის შესაბამის დაწესებულებაში სავარაუდოდ, 6 აგვისტოს გადაიყვანენ.