3 აპრილს რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური, კომბინირებული საარტილერიო შეტევა განახორციელა, რომელშიც 500-ზე მეტი დრონი და ფრთოსანი რაკეტა გამოიყენა. დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა - საცხოვრებელი შენობები, სავაჭრო ცენტრები და ვეტერინარული კლინიკაც კი. არიან დაღუპულები და დაშავებულები.

რუსებმა სულ 37 რაკეტა და 542 დრონი გაუშვეს. საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდო 25 რაკეტა და 515 დრონი.

კიევის ოლქში საჰაერო დარტყმა განხორციელდა მაღალსართულიან შენობაზე და ვეტერინარულ კლინიკაზე (მოკლულია 20 ცხოველი). ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.

ხარკოვზე ორი დღის განმავლობაში 37 დარტყმა განხორციელდა. დაზიანდა 25 მაღალსართულიანი შენობა და ეკლესია, დაშავებულია ხუთი ადამიანი.

ჟიტომირის ოლქი: ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი დაჭრილი ნანგრევებიდან გამოიყვანეს. დაზიანდა 15 სახლი.

სუმი: დაბომბეს ქალაქის ცენტრში მდებარე სავაჭრო ცენტრი, დაშავდა ოთხი ადამიანი, მათ შორის მიკროავტობუსის მძღოლი.

პოლტავა: დაზიანდა მრავალსართულიანი შენობა და ავტოფარეხი. ერთი ადამიანი დაშავდა.

დაბომბვის გამო ელექტროენერგიის გათიშვა და ქსელის ახალი დაზიანება დაფიქსირდა სუმის, ხარკოვის, ჩერნიგოვის, დონეცკის, დნეპროპეტროვსკის და ზაპოროჟიეს რეგიონებში.

რუსული დრონების თავდასხმა უკრაინაზე 3 აპრილის ღამე დაიწყო და დღეს შუადღემდე გაგრძელდა.