უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 678 520 (+1340) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 20.10.24-მდე: ტანკები – 9047 (+12), ჯავშანტექნიკა – 18 111 (+39), საარტილერიო სისტემები – 19 565 (+17), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1232 (+0).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 978 (+0), თვითმფრინავები – 369 (+0), ვერტმფრენები – 329 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 17 287 (+57), ფრთოსანი რაკეტები – 2624 (+1).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 26 987 (+41), სპეციალური ტექნიკა – 3476 (+3).