უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 681 580 (+1350) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 22.10.24-მდე: ტანკები – 9079 (+8), ჯავშანტექნიკა – 18 199 (+24), საარტილერიო სისტემები – 19 623 (+34), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1234 (+2).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 981 (+2), თვითმფრინავები – 369 (+0), ვერტმფრენები – 329 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 17 404 (+71), ფრთოსანი რაკეტები – 2625 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 27111 (+77), სპეციალური ტექნიკა – 3499 (+20).