უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 002 690 (+1130) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 14.06.25-მდე: ტანკები – 10 937 (+3), ჯავშანტექნიკა – 22 798 (+7), საარტილერიო სისტემები – 29 157 (+52), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1417 (+1).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1185 (+1), თვითმფრინავები – 416 (+0), ვერტმფრენები – 337 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 40 586 (+79), ფრთოსანი რაკეტები – 3337 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 51 928 (+107), სპეციალური ტექნიკა – 3914 (+0).