უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 216 930 (+1 030) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 09.01.26-მდე: ტანკები – 11 526 (+5), ჯავშანტექნიკა – 23 882 (+8), საარტილერიო სისტემები – 35 892 (+18), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 596 (+0).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 269 (+0), თვითმფრინავები – 434 (+0), ვერტმფრენები – 347 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 102 761 (+687), ფრთოსანი რაკეტები – 4 137 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 73 426 (+90), სპეციალური ტექნიკა – 4 037 (+0).